არცერთ ქვეყანაში ეს არ ხდება, რომ პოლიტიკური ჯგუფები, ამ შემთხვევაში ოპოზიცია უცხო ქვეყანას ეხვეწება, რომ რაღაცნაირად დაგვსაჯოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
სინამდვილეში ხომ ძალიან მარტივად არის საკითხი და ამ საკითხზე ჩვენ ვსაუბრობდით უკვე რამდენი ხანია. რა ხდება სინამდვილეში: ეს საკითხი ნაცმოძრაობას ჯერ კიდევ შარშან ივნისში ჰქონდა დაყენებული საგამოძიებო კომისიის სახით, ერთ-ერთი ასპექტით. იმის შემდეგ თითი თითზე არ დაუკარებიათ, რომ გამოეტანათ პარლამენტში. მაშინაც აქტუალური საკითხი იყო და იმპულსურად წამოაყენეს საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, შემდეგ თავადვე მიივიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შევახსენე, არც კი გამოიტანეს პლენარულ სხდომაზე, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი ოპოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე უუნარო და ყველაზე არაპატრიოტული.
„ახლა იმიტომ გამოიტანეს, რომ მათთვის საბაბი და სიგნალი გახდა უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტის რაღაც ქმედება. ამას თუ დავუფიქრდებით, ხომ ვხვდებით, რამდენად არასერიოზულ მდგომარეობაშია თავად ოპოზიცია. თუ გადავხედავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიას, ვფიქრობ, დღევანდელი ოპოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე უუნარო და ყველაზე არაპატრიოტული ოპოზიცია. არცერთ ქვეყანაში ეს არ ხდება, რომ პოლიტიკური ჯგუფები, ამ შემთხვევაში ოპოზიცია უცხო ქვეყანას ეხვეწება, რომ რაღაცნაირად დაგვსაჯოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.