შემზარავი სანახავია, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნება“ გადაეფაროს და დაიცვას სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძე და მისი ღირსების დასაცავად საპარლამენტო საქმიანობას აჩერებენ. ყოჩაღ ,,ქართულ ოცნებას“, ვულოცავ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას! 11 წლის თავზე აქამდე მივიდნენ,- ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ,,ქართული ოცნება“ თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს.
,,ნებისმიერი ადამიანი ხედავს, როგორც სასაცილო მდგომარეობაშია ,,ქართული ოცნება“ ჩავარდნილი, სხდომას ესწრებიან, მაგრამ რეგისტრაციას არ გადიან და ასე ცდილობენ ფონს გავიდნენ, ძალიან ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. მათი საქციელი ოპოზიციის კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს. რეგლამენტით 50 დეპუტატს შეუძლია, რომ დააინიციიროს და შემდეგ შექმნას საგამოძიებო კომისია, რა შუაშია უმრავლესობა? რამდენ ხანს უნდა მოახდინონ პარალიზება და გააჩერონ პარლამენტი, მხოლოდ ეს საგამოძიებო კომისია ხომ არ არის? სხვა ნებისმიერი კანონიც გაჩერდება. ძალიან სასაცილო მდგომარეობაშია ,,ქართული ოცნება“ და ორი გამოსავალი აქვთ - ერთი, რომ დააშანტაჟონ და გადაიბირონ ოპოზიციიდან ვინმე, ან უბრალოდ აღიარონ რომ დამარცხდნენ და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. სულ რომ ვეუბნებოდით ოპოზიციიდან ზოგიერთებს, რომ ეს ბოიკოტობანა იყო სასაცილო და რომ უამრავი ბერკეტი და საშუალება გვაქვს პარლამენტში ოპოზიციონერებს, ახლა მაინც ხომ მიხვდნენ? ხომ არიან ბედნიერები და თვალებანთებულები? კარგია, რომ დაიწყეს სიარული. თავის დროზე ვეუბნებოდით, რომ სიები არ ჩაეხსნათ და ჩვენთვის უნდა დაეჯერებინათ, თერთმეტი მანდატია დაკარგული სიების ჩახსნის შედეგად. ყველაზე შემზარავი სანახავია, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნება“ გადაეფაროს და დაიცვას სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, მურუსიძე და მისი ღირსების დასაცავად საპარლამენტო საქმიანობას აჩერებენ. ყოჩაღ ,,ქართულ ოცნებას“, ვულოცავ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას! 11 წლის თავზე აქამდე მივიდნენ“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.