განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადეს საუკეთესო გაკვეთილის კონკურსი საპილოტე პროგრამის "ნეტბუქები პირველკლასელებისთვის" მონაწილე დამრიგებლებისთვის.
კონკურსი მიზნად ისახავდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების მეთოდების გაზიარებას მასწავლებელთა შორის.
კონკურსის მონაწილე პედაგოგებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში პირველკლასელებისთვის შექმნეს სასწავლო რესურსები, რაც საგაკვეთილო პროცესში პირველკლასელების მიერ ნეტბუქების გამოყენებას ითვალისწინებს.
ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილისთვის 3 პედაგოგი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.
საკონკურსო კომისიამ გამოავლინა შემდეგი გამარჯვებული პედაგოგები:
მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებულ საუკეთესო გაკვეთილისთვის დაჯილდოვდა ქ.თბილისის 53-ე სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი თამარ ვარდოსანიძე.
ქ.ბათუმის №15 საჯარო სკოლის პედაგოგი ელისო მიქაია დაჯილდოვდა ქართული ენის გაკვეთილისთვის.
ქ.ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზ ბერიძე დაჯილდოვდა ინტეგრირებული ქართული და ინგლისური ენის გაკვეთილებისთვის.
პედაგოგმა თამარ ვარდოსანიძემ სამინისტროში სადამრიგებლო კლასის თანდასწრებით გამარჯვებული გაკვეთილი წარადგინა.