დღეს, გამთენიისას, 55 წლის ასაკში ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი გურამ თამაზაშვილი გარდაიცვალა.
თამაზაშვილი მძიმე ავადმყოფობის გამო სეფსის ცენტრში გარდაიცვალა.
ჯგუფ "ქართული ხმების" წევრების განცხადებით, თამაზაშვილის ცხედარს თბილისის ერთ-ერთ ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, შემდეგ კი ქობულეთში გადაასვენებენ და იქ დაკრძალავენ.