„რუსული ოცნება” "გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია, რომ არ შეიქმნას, “გარბიან" სხდომათა დარბაზიდან,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეების საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, რომლის კენჭისყრაზეც პარლამენტში კვორუმი დღესაც ვერ შედგა და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მეორე დღეა აგდებს კვორუმს და სხდომათა დარბაზიდან გარბიან.
“რუსული ოცნება” "გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია, რომ არ შეიქმნას, “გარბიან" სხდომათა დარბაზიდან. ოპოზიცია აგროვებს 50 ხმას და "ოცნება" ქვორუმს აგდებს - სხდომას შლის. ოპოზიციის "ბოიკოტი" გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება საბოტაჟი. საკუთარ თავს უცხადებენ "ბოიკოტს" , აპროტესტებენ პარლამენტს ... თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლო კლანის რეალური მმართველები და ბოსები ვინ არიან - დასანქცირებული მოსამართლეების შემდეგ, იქნებიან პროკურორებიც და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს არ აცდება.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.