როცა დამნაშავე ხარ და ხელს გაფარებენ, ხელის დამფარებელს დამნაშავე კონტროლს ვერ განუხორციელებს. კომისია რომც შექმნილიყო, ამაზე მეტი რა უნდა დაემტკიცებინა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, მმართველი გუნდი ხელს აფარებს მოსამართლეებს, რომლებიც დანაშაულში არიან ეჭვმიტანილი.
„ის, რაც უნდა გამოერკვია საგამოძიებო კომისიას, თუ რატომ ვერ ახორციელებს სასამართლოს ხელისუფლების შტოთა კონტროლს, „ქართულმა ოცნებამ“ თავად დაამტკიცა, რადგან ხელს აფარებენ მოსამართლეებს იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ამერიკის მხრიდან ეჭვმიტანილი არიან დანაშაულში. როცა დამნაშავე ხარ და ხელს გაფარებენ, ხელის დამფარებელს დამნაშავე კონტროლს ვერ განუხორციელებს. კომისია რომც შექმნილიყო, ამაზე მეტი რა უნდა დაემტკიცებინა, რაც ბოლო ორ დღეში ვნახეთ? ყველასთვის ცხადია, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფრის გამოძიება არ უნდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.