პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მას შემდეგ, რაც უმრალესობამ რეგისტრაციის არ გაიარა და, სასამართლოსთან დაკაშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ვერ დადგა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მათი მხრიდან ეს იყო სოლიდარობის აქტი.
„კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ,რათა „ნაცმოძრაობამ“ საქართველოში არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის, პრინციპის საკითხია. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეს მიღწევა რიამე ფორმით დაჩრდლოს. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სსტემაში 2012 წლამდე, იყო უმძიმესი ვითარება, სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა, რომელსაც უშუალოდ ხემძღვანელობდნენ სააკაშვილი და ადეიშვილი. ეს დრო საქართველოში არასდროს დაბრუნდება.
არავის არაფრის არ ეშინია. რაც შეეხება გამოძიებას, აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ „ნაცმოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვალაპარაკებთ სასამართლოზე „ნაცმოძრაობას“, ეს არის კატეგრიულად მიუღებელი.
„ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალური, სისხლიანი პოლიტიური ძალა, რომელმაც შექმნა თავის დროზე სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა. ამ სისტემას შეეწირა თავის დროზე უამრავი ადამიანის სიცოხლე, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა, უამრავი ადამიანის კეთილდღეობა. შესაბამისად, სისხლიან პოლიტიკურ ძალას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით რაიმე საგამოძიებო კომისია მოითხოვოს“, – განაცხადა კობახიძემ.