ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი, ეს სხვადასხვა წყარომ დაადასტურა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეა და მათთვის საინტერესო არაა.
„რაც უფრო მეტად დაიშლება და დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. შესაბამისად, სჯობს, ეს პროცესი ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.