ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი პირადად დავუკავშირდით თითოეულ ოპოზიციონერს და მათგან მივიღეთ დასტური. დღეს უნდა იყოს 50 ხმა და შეთანხმების შესაბამისად შეიქმნას საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი პირადად დავუკავშირდით თითოეულ ოპოზიციონერს და მათგან მივიღეთ დასტური. დღეს უნდა იყოს 50 ხმა და შეთანხმების შესაბამისად შეიქმნას საგამოძიებო კომისია. იმედი მაქვს, ვინც სიტყვა თქვა, ამ სიტყვას შეასრულებს და კომისია შეიქმნება. სიურპრიზებს დღეს არ ველოდები. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მაგრამ შეთანხმებული ვართ, რომ ყველა დარბაზში იქნება. ვინმემ თუ შეთანხმება დაარღვია, მას პასუხების გაცემა საზოგადოებასთან მოუწევს, რა და როგორ მოხდა. დასტური არის „ნაცმოძრაობიდანაც“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.