სამხრეთ კორეაში გენდერული თანასწორობისა და ოჯახის სამინისტრო თვეში დაახლოებით 500 დოლარის ექვივალენტ კორეულ ვონს მარტოსულ ახალგაზრდებს გადასცემს, რათა მხარი დაუჭიროს მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ სტაბილურობასა და ჯანსაღ ზრდას. იუწყება CNN.
ყოველთვიური შემწეობა ხელმისაწვდომი იქნება 9-დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აქვთ საშუალოზე დაბალი შემოსავალი, რაც სამხრეთ კორეაში 4-კაციანი ოჯახისთვის $4 165-მდეა განსაზღვრული.
19-დან 39 წლამდე ახალგაზრდა კორეელების 3.1% მარტოსულია. სამინისტროს განმარტებით, მარტოსულია ადამიანი, რომელიც შეზღუდულ სივრცეში ცხოვრობს და უჭირს ნორმალური ცხოვრება.
სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 338 000 მარტოსული ადამიანია, 40% კი იზოლაციას მოზარდობის ასაკში იწყებს. მარტოსულობაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ფინანსური გაჭირვება, ფსიქიკური დაავადება, ოჯახური სირთულეები ან ჯანმრთელობის პრობლემები.