უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე დამოკიდებულია საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაიმე პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე... რომელსაც აქვს სუფთა და წონიანი იურიდიული საფუძველი. თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუ ამაზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწრაფო მიმართვა შეიტანეს, რათა უზრუნველყონ ის სათანადო მკურნალობით. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი გზაა, რათა მას შეუნარჩუნდეს სოცოცხლე“, - განაცხადა ზელენსკიმ.