ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ნებისმიერი სხვა დემოკრატიის ევროპაში, თუ აირჩევთ, იყოთ ევროატლანტიკური ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანა ბუქარესტში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მირჩა ჯოანა აღნიშნავს, რომ შავი ზღვის რეგიონი, თითქმის 10 წელია, რუსეთის აგრესიის სამიზნეა, რაც, ზეგავლენას ახდენს დასავლეთ ბალკანეთზე, საქართველოზე, მოლდოვაზე, ბოსნია-ჰერცეგოვინაზე და, საბოლოო ჯამში, მოქმედებს ჩრდილოატალანტიკური ალიანსის უსაფრთხოებაზე. სწორედ ამის გათვალისწინებით შარშან, მადრიდში ნატო-ს ლიდერებმა დაამტკიცეს „სტრატეგიული კონცეფცია“, სადაც შავი ზღვის მნიშვნელობაა ხაზგასმული.
„ჩვენ ასევე გავზარდეთ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისადმი, რომლებსაც რუსეთის აგრესიის საფრთხe ემუქრებათ, მათ შორის, მოლდოვის მიმართ. ჩვენი მეგობრები საქართველოში არიან ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები და ველოდებით ჩვენს პარტნიორობაში ინვესტიციების დაბანდების გაგრძელებას. წარმატებას გისურვებთ ევროკავშირის ფრონტზე, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად იაროთ ევროპისკენ“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.