„რუსული ოცნების“ კანონპროექტი პირდაპირ მორგებულია ამ ქვეყანაში არა დეოლიგარქიზაციაზე, არამედ ოლიგარქიის დამკვიდრებაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ, კლერ ბაზი მალორისადმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს, რომელშიც სთხოვს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადოს.
გიორგი ბოტკოველის თქმით, იმ ფონზე, როდესაც სრული იგნორი ხდება ყველა იმ ინიციატივის, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონს ეხება, ნაკლებად მოსალოდნელია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსულ ინტერესებს ატარებს, რეალური ცვლილებები განახორციელონ.
„იმ ფონზე, როდესაც სრული იგნორი ხდება ყველა იმ ინიციატივის, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონს ეხება, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსულ ინტერესებს ატარებს და პირიქით, ოლიგარქიული მმართველობა მათთვის სასარგებლო არის და ერთადერთი წყარო არის იმ კორუფციული საქმიანობისა, რომელშიც ჩართულია, ნაკლებად მგონია, რომ რეალური ცვლილებები განახორციელონ. ერთადერთი, რაც ზოგადად „რუსული ოცნების“ მიზანი არის, რომ ამ კანონში არ მოხდეს და შავით-თეთრზე არ ჩაწერონ ეს, თორე თავიდან ბოლომდე, რომ ეს კანონი არ უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილს. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, დაჩქარებულ პროცესში გაგზავნიან წერილს და მოითხოვენ დაჩქარებულ თუ დაგვიანებულ პროცესს, ერთი რამე ნათელია, რომ მათი კანონპროექტი პირდაპირ მორგებულია ამ ქვეყანაში არადეოლიგარქიზაციაზე, არამედ ოლიგარქიის დამკვიდრებაზე.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.