13 დეკემბერს "რეფერალური ჰოსპიტალის" მფლობელი პოლონური კომპანია "დევანი" საქართველოში სამომავლო გეგმების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს. კომპანიის პრეზენტაცია, 13 დეკემბერს სასტუმრო "რედისონ სას ივერიაში" 16 საათზეა დაგეგმილი.
შეხვედრაზე "დევანს" ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ანდრია რუშაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წარმომადგენლები საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას გადასცემენ.
უკვე ცნობილია, რომ "დევანი" სამი წლის განმავლობაში 3 მლნ. ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
"რეფერალური ჰოსპიტალი" პოლონურმა კომპანია "დევანმა" 2010 წლის ნოემბერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 550 ათას დოლარად იყიდა.
შეგახსენებთ, რომ "რეფერალური ჰოსპიტალის" საწყისი ღირებულება 0,5 მლნ დოლარს შეადგენდა და მისი საწესდებო კაპიტალი 1 მლნ. 939 ათას 338 ლარით იყო განსაზღვრული. იმავდროულად ობიექტს 166 ათას 188 ლარს დებიტორული დავალიანება და 333 ათას 255 ლარის კრედიტორული დავალიანება გააჩნია.
საპრივატიზაციო პირობების თანახმად, შესაბამისი ოქმის გაფორმებიდან 36 თვეში, მფლობელი ვალდებული ხდება 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელოს, შემდეგი გრაფიკის მიხედვით: პირველი 12 თვის განმავლობაში - 250000 ევრო, შემდეგი 12 თვის განმავლობაში - 500000 ევრო, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში - 2250000 ევროს ინვესტიცია განახორციელოს. იმავდროულად 7 წლის განმავლობაში "რეფერალური ჰოსპიტალის" სამედიცინო პროფილი უნდა შეუნარჩუნდე