რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქართულმა მხარემ გააუქმა.
"საბოლოო ჯამში, საქართველოს პრეზიდენტი არ გამოვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სტრასბურგში მომავალ კვირას. ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა [ვიზიტი]" - წერს ჟურნალისტი ტვიტერზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო.
ვიზიტის გადადების მიზეზი არ სახელდება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე მოწვევა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან მიიღო.