სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელბს. ვიზიტის გადადების მიზეზი არ სახელდება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე მოწვევა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან მიიღო.