შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და თუ ეს შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არათანმიმდევრულია პარლამენტში მუშაობის დროს.
„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არათანმიმდევრულია პარლამენტში მუშაობის დროს და ოპოზიციის მიმართ ამომრჩეველში, განწყობების თვალსაზრისით, ცვლილებებს ქმნიდა, რადგან არათანმიმდევრული ნაბიჯები ბევრჯერ გადადგეს“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც ასეთ განწყობებს ქმნიან.
„სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც ასეთ განწყობებს ქმნიან, რადგან დიდი უპასუხისმგებლობა იყო, რაც რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოხდა – ორი დეპუტატი საზღვარგარეთ წავიდა. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ამიტომ საქმით უნდა დაამტკიცონ, სამშაბათის პლენარული სხდომაც მალე მოვა და ვნახავთ მათ გადაწყვეტილებას…ფაქტია, რომ შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და თუ ეს შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.