„მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, რომ სამშაბათს, 18 აპრილს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული, ყველანი უნდა ვიყოთ ადგილზე, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შექმნას,“- განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ
ანი წითლიძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას განცხადებას, რომლის თანახმად, სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის სხდომაზე შედგება
ანი წითლიძე თქვა, რომ მიესალმება ამ ინიციატივას, მისი თქმით, ახლა დაპირისპირების ნაცვლად, მთელი ოპოზიცია უნდა მობილიზდეს სამშაბათის სესიაზე და შეიქმნას საგამოძიებო კომისია.
„მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, მეც ზუსტად ასე ვთვლი, რომ არანაირი დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების დრო არ არის და ისტერიკა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა არის უსაფუძვლო და არის ის, რაც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს. ამიტომ, სანამ ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, მანამდე ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ეს ურთიერთბრალდებები და უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენზე შეწყდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის არა ის ურთიერთბრალდებები, არამედ ის, რომ სამშაბათს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული, ყველანი უნდა ვიყოთ ადგილზე, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნას.“ - განაცხადა ანი წითლიძემ.