დავით კეზერაშვილმა საქართველოში გაძარცვა ჯარი, მოიპარა ფული და შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. შემდეგ „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის საფასურად, - მის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, „დავით კეზერაშვილი არის იშვიათი გარეწარი“.
„ამ ადამიანმა საქართველოში გაძარცვა ჯარი, მოიპარა ფული და შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. შემდეგ „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის საფასურად. ვიცით, რომ მათი გარიგების საფუძველი პარტიიდან ბოკერიას ჯგუფის გამოყოფა იყო. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ თვალი დახუჭა და მას ზრდილობისთვის ეძებდნენ, ასე იყო ძებნა გამოცხადებული. სინამდვილეში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა.
იშვიათი გარეწარი კეზერაშვილი საქართველოში ჯარს ძარცვავდა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონრების ძარცვა დაიწყო. ახლა მაინც დაიჭირონ. „ბიბისი“ პროკურატურა არ არის, მაგრამ მისი გამოძიება რეპუტაციულად დამანგრეველია. რა თქმა უნდა, ეს გამოძიება საფუძვლად დაედება გამოძიებას ევროპულ ქვეყნებში კეზერაშვილის წინააღმდეგ. კეზერაშვილისნაირი გათახსირებული ხალხის ადგილი ციხეშია. ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოპარა, ვარწყევინებდი ბოლო თეთრამდე. ახლა ევროპელებმა უნდა დაიჭირონ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.