BBC-ის სტატია და ის ინტერპრეტაციები, რომელიც ამას მოჰყვა „რუსული ოცნების“ მხრიდან, არის მცდელობა, გადაფარონ ბაობაბების სკანდალი, ჩამოშლილი რიკოთის სკანდალი და მოსამართლეების დასანქცირების სკანდალი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
შაშკინის თქმით, ჟურნალისტი ალალად ამბობს, რომ არ აქვს მტკიცებულება დავით კეზერაშვილის ბრალდების წინააღმდეგ, რასაც “ქაქრთული ოცნება“ არ ახსენებს.
მისივე თქმით, მოსამართლეების დასანქცირებისა და სტატიის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.
„ნუ შეადარებთ მოსამართლეების დასანქცირებას სტატიასთან, რადგან იქ არის ბლინკენი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ მოსამართლეებს ახასიათებს მნიშვნელოვანი კორუფცია, აქ საუბრობს ჟურნალისტი, რომელმაც ჩაატარა თავისი გამოძიება. იქვე თავის გამოძიებაში ჟურნალისტი ალალად ამბობს, რომ მას არ აქვს არანაირი ფაქტი, მტკიცებულება დავით კეზერაშვილის ბრალდების წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ „რუსული ოცნების“ ლიდერებს ეს ფრაზა არ მოეწონათ და ამ ფრაზას არ იყენებენ. კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჯობია, გებელსის გამოსვლების კრებულების ნაცვლად, წაიკითხონ კლასიკა, განსაკუთრებით, წაიკითხონ ბიბლია. ის ფული, რომელიც მოიპარეს რიკოთის მშენებლობაზე, სხვა სამყაროში იმ ფულს ვერ წაიღებენ, ამაზე იფიქრონ, ხალხს მოახმარონ, მოპარვა ცოდვა და ცუდია, რომ იპარავ, ხალხს რომ პარავ, განსაკუთრებით ცუდია“, – განაცხადა შაშკინმა.