ნებისმიერი ჯილდოს გადაცემა, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლების დაცინვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ექსპრეზიდენტისთვის პოლონეთში ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
"გულაგების სისტემის შემქმნელისთვის და ადამიანის წამებაზე და ღირსების აყრაზე დაფუძნებული სახელმწიფო მანქანის შემქმნელისთვის, ადამიანის უფლებების მიმართულებაში ნებისმიერი ჯილდოს გადაცემა, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლების დაცინვა. ამას სხვა შეფასებას, გარდა იმისა, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლების დაცინვა, მე ვერ მივცემ და ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს, პოლონეთში თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილს ჯილდოს გადაეცემა.