მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს.
"გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს". – წერია თეატრის განცხადებაში.
ბესო მეგრელიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა: ახმეტელის, რუსთავის, რუსთაველის სარდაფის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის და მოზარდ მაყურებელთა თეატრებთან.
მა ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმებში “უძინართა მზე“, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, სერიალებში -„ყავა და ლუდი“ ,“ჩვენი ოფისი“, „ჩიფსების თაობა“, ‘კლინიკა“, „ჩემი ცოლის დაქალები“.