როცა საუბარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ფეხქვეშ გათელვაზე და ამის ფონზე სააკაშვილს ჯილდოს აძლევ, ეს შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.~
„როგორც ჩანს, პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლების საფუძვლები აღარ აქვთ და ახლა რამდენიმე ქვეყანა შეთანხმდა, რომ სააკაშვილს მკერდზე რაც უფრო მეტ ჯილდოს დაკიდებენ, საბჭოთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელივით, მით მეტი საფუძველი ექნებათ გათავისუფლებისთვის“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„როცა საუბარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ფეხქვეშ გათელვაზე და ამის ფონზე სააკაშვილს ჯილდოს აძლევ, ეს შეურაცხყოფაა. ეს ჯილდოები შეიძლება, გამრავლდეს, მაგრამ რაც არ უნდა დაკიდონ, არც ქართული და არც საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცვლება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.