სად, როდის და რა სიტყვებით შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია, ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„არცერთ ჭორსა და ცილისწამებას, როგორც წესი, არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ ოთხი წლის განმავლობაში თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით შემიდარებია ოდესმე როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?
ვინც ამას ავრცელებს, ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს.
საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.