ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ მან NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ვაპირებ კენჭისყრას... მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად, ოფიციალური განცხადება გავაკეთოთ". - თქვა ბაიდენმა NBC-ის გადაცემა Today-ის ინტერვიუში.
მედიის ცნობით, ის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად აპირებს კენჭისყრას.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ბაიდენის მეორე ვადით კენჭისყრისთვის საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.