ლევან ხაბეიშვილის კომენტატორად ვერ გამოვდგები, მაგრამ ოპოზიციის სეგრეგაცია ძალიან ცუდია, პროდასავლური ოპოზიცია ერთ ფლანგზე ვართ და უნდა ვიყოთ, მათ შორის ევროპული იდეის გარშემო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „პარტიულ აქციაზე თუ ვინმე არ მივიდა, ეს არ ნიშნავს, რომ გამყოფი ხაზები უნდა გაივლოს“.
„მე პირადად აქციაზე არ ვიყავი, რადგან იცით, რომ 9 აპრილის აქცია ერთ-ერთი უთანხმოების საკითხი იყო ჩემსა და პარტიას შორის. მიმაჩნდა, რომ ეს აქცია ახალგაზრდების მიერ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.