ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ეხმიანება ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა პოლიტიკურ სიბეცეზე მეტყველებს.
მისი თქმით, ენმ-ის ბევრი საუბარი ერთიანობაზე არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან მათ წარმოუდგენიათ, რომ სხვა პოლიტიკური აქტორები მათი სატელიტები უნდა გახდნენ.
"ეს ხალხი ასე აყენებს საკითხს - ვინც ენმ-ის პარტიულ აქციებს უერთდება, ნამდვილი ოპოზიციაა, ხოლო ვინც არ უერთდება და არ ეთანხმება მათ შინაარს, თვითმარქვიაა. რაც შეეხება აქციაზე დასწრება - არ დასწრების საკითხს, ევროპულმა საქართველომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, არაერთი და ენმ-ზე ბევრად მეტი აქცია გამართა და ბევრად მეტი აქტივობა ჰქონდა - ვინმეს გახსოვთ, ასე დაგვეყენებინოს საკითხი, რომ ვინც არ დაესწრება ჩვენს აქციას, ის მოღალატეა, ივანიშვილთან გარიგებულია ან რაღაც მსგავსი?!
ეს არის სწორედ პოლიტიკური სიბეცე და ეს ადამიანები სწორედ, ვინც ამ სათქმელს განასახიერებენ, თაკო ჩარკვიანი იქნება, ლევან ხაბეიშვილი, თუ ვინმე სხვა, საკუთარი ქმედებებითა და შინაარსით, რომ თითქოს ქართული ოცნება რამეში უნდა დაარწმუნონ და გამოასწორონ, სწორედ ისინი თამაშობენ ივანიშვილის რეჟიმისთვის სასარგებლო თამაშს“- თქვა ნონიაშვილმა.