სურვილი არ მაქვს {აშშ-ში} წავიდე. თუშეთში არ ვარ ნამყოფი და თუშეთში მინდა, რომ წავიდე, - ამის შესახებ შაბათის ფორმულას მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა.
„შეშინებულის არაფერი გვეტყობა. შეშინებული რომ ვიყო, მაშინ შემეშინდებოდა ძლევამოსილი ამერიკის ელჩის გაკრიტიკება და იმაზე საუბარი, რომ ზეწოლის და სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობაა - შეშინებული რომ ვიყო, ამაზე არ ვისაუბრებდი. არც ერთი მოსამართლე შეშინებული არ არის, დამერწმუნეთ. ამერიკაში ნამყოფი არ ვარ და ამის მერე არანაირი სურვილი არ მაქვს წავიდე. ჩემს საქართველოში [მინდა ვიარო]. თუშეთში არ ვარ ნამყოფი და თუშეთში მინდა რომ წავიდე. ამერიკის ვიზა არ მაქვს, არასდროს მქონია სურვილი, რომ წავსულიყავი. ჩემი მეუღლე არის რამდენჯერმე ამერიკაში ნამყოფი მაგალითად. როგორც მახსოვს სასწავლო მიზნით იყო“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.