საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ს საკვირაო ქადაგების მიხედვით, თთოეული ადამიანი ბედნიერია, რომელიც კუთვნილ ჯვარს სიცოცხლის ბოლომდე მიიტანს.
"ადამიანის ცხოვრებისეული გზა ურთულესი პროცესია. ბედნიერია ის ადამიანი რომელიც სასუფეველისკენ მიდის. ბედნიერია ის ადმაიანი ვინც თავის ჯარს ბოლომდე მიიტანს. ღმერთმა ინებოს რომ ყოველი ჩვენგანი გავიდეს ბოლომდე თავის ჯვრით და ამ ჯვრით, რომელიც ყოველ ადამიანს გააჩნია, მიგვიყვანოს ჩვენ სასუფეველში", - იქადაგა პატრიარქმა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.
პატრიარქმა, მრევლს ჯარისთვის საჩუქრების შეწირვის კურთხევაც მისცა.