ჩინეთის კედლის ზომის ჯებირები რომ ააშენონ, ვერ უშველის ამ მთავრობას გაბრაზებული ხალხისგან,- ამის შესახებ განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.ნადირაძემ გამოეხმაურა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს და დაგეგმილია სკვერის მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის განახლება.
„კორუმპირებული შევარდნაძის შემდეგ, აღარ ყოფილა ჯებირები. ეს ჯებირები დაანგრია მიხეილ სააკაშვილმა, დაანგრია ზურაბ ჟვანიამ და მას შემდეგ აქ ადამიანებს თავისუფლად შეძლოთ შეკრება, მაგრამ იციან, რომ 9 აპრილს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. იციან, რომ არიან ძალიან დიდ საერთაშორისო იზოლაციაში და ახლა ხალხისგან იზოლირებას და დისტანცირებას ცდილობენ, მაგრამ ეს ჯებირები კი არა, ჩინეთის კედლის ზომის ჯებირები რომ ააშენონ, ვერ უშველის ამ მთავრობას გაბრაზებული ხალხისგან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.