საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირება ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება.
„ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. რაც არ უნდა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების საფუძველი თუ მიზანი, ვხედავთ, რა ხდება, ვინ სარგებლობს ამ გადაწყვეტილებით. სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, სარგებლობს პოლარიზაციის გაღრმავება და სარგებლობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის წყალის შეყენება. ამიტომ ასეთი მოქმედება თავისთავად ძალიან იმედგამაცრუებელია. აშშ 30 წელზე მეტია, საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ხდება გარკვეული ხინჯის მიყენება იმ დახმარებისთვის, რომელსაც თუნდაც სასამართლო სისტემის მიმართ იჩენდა. ჩვენ ვნახეთ გუშინ მოსამართლეების განცხადებები, რომ ხდება ჩარევა მათ საქმიანობაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა. როდესაც მოსამართლეებისკენ იშვერენ თითს და ეძახიან კორუმპირებულებს, ქართველი ხალხი იმსახურებს, მტკიცებულებები წარმოადგინონ მათ, რომლებიც ამას აკეთებენ და იარლიყს აწებებენ საქართველოს მოქალაქე მოსამართლეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.