ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ჟურნალისტ დემნა დევდარიანის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე აქვთ სანდო ინფორმაცია, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში.
მისივე თქმით, აღნიშნული ცნობები შეგროვდა სხვადასხვა ღია წყაროებით, რომლებიც სანდო და სარწმუნოა.
"რაც შეეხება გუშინ დაწესებულ სანქციებს, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ეს პირები ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში, რაც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ პროცესს და აზიანებს ხალხის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი", - თქვა მან.