ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს ოთხი მოსამართლის სანქცირების შესახებ ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.
შეკითხვაზე, გაიზიარებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებს ევროკავშირიც, იუკნევიჩიენე ამბობს, რომ "წინასწარ ვერაფერს იტყვის".
"ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულ პარლამენტს არა ერთხელ მოუთხოვია სანქციების დაწესება, მაგრამ საუბარია სანქციების დაწესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის მიმართ, რომელიც ყველაფრის უკანაა, მათ შორის მოსამართლეების, მართლმსაჯულების და პოლიტიკური სისტემების, ბუნებრივია, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. მჯერა, რომ მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაზიარებას ევროკავშირში, ვნახოთ, ჯერჯერობით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. აქ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ერთსულოვნებაა მნიშვნელოვანი", - ამბობს იუკნევიჩიენე.