ასეთი ბინძური, მანიპულატორული რიტორიკის გამო, „ქართულ ოცნება“ მალე პერსონალურად დასანქცირდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა
ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა მოსამართლეთა სანქცირების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „დამოუკიდებელ სასამართლოში“ ჩარევის პოლიტიკური ინტერესი არსებობს. ასევე კობახიძის განცხადებით, არსებობს სხვა თემებოც, მათ შორის სატელეფონო საუბრები.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, შანტაჟი და ასეთი ბინძური რიტორიკა მივა „ქართული ოცნების“ წევრების პერსონალურ სანქცირებამდე;
„შანტაჟი „ქართული ოცნების“ ლიდერის, კობახიძის მხრიდან, დიპლომატიური საუბრების გასაჯაროებაზე, ჩვენ ვნახეთ ერთი ასეთი მანიპულატორული გასაჯაროება ომის თემასთან დაკავშირებით, ახლა ამ თემასთან დაკავშირებით. ისინი შედიან ისეთ ჩიხში, სადაც გამოუვალი ვითარება იქნება და საერთაშორისო სანქციები უკვე მათ მიმართ, პერსონალურად დაწესდება ასეთი ბინძური, მანიპულატორული რიტორიკის გამო“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.