სამწუხაროდ, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან იყო და არის მცდელობა, აკონტროლოს ქართული მართლმსაჯულება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მჭარაშვილმა განაცხადა.
"პირველ რიგში მინდა, საზოგადოებას შევახსენო "ხალხის ძალის" განცხადებები, სადაც ჩვენ პირდაპირ ვამბობდით, რომ სამწუხაროდ ამერიკის ხელისუფლების მხრიდან იყო და არის მცდელობა, აკონტროლოს ქართული მართლმსაჯულება. ამის ნათელი მაგალითი იყო მაგალითად, მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება საელჩოში და პასუხის მოთხოვნა იმაზე, რატომ მიიღო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი გადაწყვეტილება. გარკვეული ინფორმაციები კი ბატონო, გეთანხმებით, აუცილებლად მიეწოდება საზოგადოებას და ამას ჩვენ დინამიურად აუცილებლად გავაკეთებთ",- განაცხადა მაჭარაშვილმა.
აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს - ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციული საქმიანობის გამო სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სანქციები ეხება მოსამართლეების ოჯახის წევრებსაც.