შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა, რა გინდათო, აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 27-28 თებერვალი. 24-ში დაიწყო ომი, შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი. შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა, რა გინდათო. ნუ, გავიკვირვე მე, ჩვენ რა უნდა გვინდოდეს-მეთქი, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, ასეთი პასუხი დავუბრუნე, თქვენ გვითხარით, რა გინდათ-მეთქი, ასე ზრდილობიანად ვუპასუხე.
აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, თან მაშინ უმძიმესი სიტუაცია იყო უკვე უკრაინაში, რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას. კიევში იყვნენ შესული.
ნუ, სახტად დავრჩი. ანუ, ასეთ რაღაცას მეუბნება, რომ თქვენ იყავით მასეო, აგერ, ზელენსკი გმირიაო. მე ჩემს პასუხს არ ვიტყვი, რა ვუპასუხე. ალბათ, სამომავლოდ მექნება ამის საშუალება, მაგრამ დღეს არ ღირს ამაზე საუბარი”, - განაცხადა კობახიძემ.