სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება და წერს, რომ დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა.
„დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა. დღევანდელი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაგვიანებულია, თუმცა ძალზედ მისასალმებელია. მე მომავალშიც დავუჭერ მხარს ქართველი ხალხის სურვილს, იმოძრაონ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავლისკენ”, – წერს სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერში“.