მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა! და აქ ომი არ იქნება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის - მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებას.
"სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე… მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ… მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა! და აქ ომი არ იქნება!!! ვერც სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება ვერასდროს!!! შესაბამისად ვერც ამ ქვეყნის უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას მოახერხებს ვერავინ!" - წერს დიმიტრი სამხარაძე.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.