გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან თურქეთის ტერიტორიიდან შემოსვლას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები, რის გამოც სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 12-17 გრადუსამდე დაიწევს.
13-14 დეკემბერს ცივი ჰაერის მასები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გავრცელდება, რის გამოც ხვალ, 13 დეკემბერს მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 9-14 გრადუსი იქნება.
ამასთან, მოსალოდნელია ცალკეულ რაიონში წვიმა, ხოლო მაღალმთიან და მთაგორიან რაიონებში თოვლჭყაპი ან თოვლი.