სააკაშვილთან მიმართებით „ქართული ოცნება“ სადისტურად ერთობა. ვხედავთ, რომ სააკაშვილს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ვერ ეგუება საპატიმროში ყოფნას, ადამიანური კომპრომისი უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„რასაც ვუყურებ, სააკაშვილთან მიმართებით „ქართული ოცნება“ სადისტურად ერთობა და მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ სააკაშვილს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ვერ ეგუება საპატიმროში ყოფნის ფაქტს და იმას, რომ წლების გატარება მოუწევს საპატიმროში. უფრო ადამიანური კომპრომისი უნდა გაკეთდეს ოჯახსა და ხელისუფლებას შორის. სასწორზე დევს ძალიან საშიში რამ – სიცოცხლე და მათ კომპრომისი უნდა ნახონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ლომის წილი აქვს ხელისუფლებას, მათ შორის სააკაშვილთან მიმართებით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.