საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას აქვს მოკლე კანონი, რომ რაც ჩვენი გაკეთებული არ არის, ყველაფერი ცუდია, ან ჩვენი გაფუჭებულიც კარგია, მაგრამ სხვების გაკეთებული კარგი არის მიუღებელი.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებულია ცილისწამებით, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით.
„პოლარიზაცია სინამდვილეში არის დაძაბულობა და კონფლიქტი პოლიტიკურ ძალებს შორის და ამ კონფლიქტს იწვევს ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია ცილისწამებით, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით, იმით, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოს ჩვენი ქვეყნის მიღწევებს. ანუ, მათ სინამდვილეში აქვთ ერთადერთი კანონი, რომელსაც აღიარებენ.
მოკლე კანონი აქვთ, რომ რაც ჩვენი გაკეთებული არ არის, ყველაფერი ცუდია, ან ჩვენი გაფუჭებულიც კარგია, მაგრამ სხვების გაკეთებული კარგი არის მიუღებელი,
ცუდი. მხოლოდ ამ პრეზუმფციით ხელმძღვანელობს ეს რადიკალური ოპოზიცია და როგორ წარმოგიდგენიათ პოლარიზაციის შემცირება იმ ხალხთან, ვინც დარბაზში არ არის, არ ერთვება პოლიტიკურ დისკუსიაში, არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ჩვენ შევქმენით და ყოველდღიურად არის დაკავებული ცილისწამებით, იმის დაბრალებით, რასაც სინამდვილეში თვითონ აკეთებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რადგან მაინც ასეთი ოპოზიცია აირჩია საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ჩვენ შევქმენით ფორმატები, სამუშაო ჯგუფი და მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ამაში ჩართულიყვნენ. ვფიქრობ, ზუსტად ამას გულისხმობს ევროპის საბჭო, როდესაც ამბობს და მოუწოდებს პარტიებს, რომ დასხედით და ერთად იმუშავეთ რეკომენდაციების შესრულებისთვისო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს.
"საქართველო გზაჯვარედინზეა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, განზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად ევროკომისიის მიერ დასახული რეფორმების 12 პრიორიტეტული მიმართულების განსახორციელებლად, რათა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი", - ნათქვამია განცხადებაში
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მატს იმყოფებოდა.