პირველი აპრილიდან გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წერს.
„პირველი აპრილიდან გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა. რუსეთს უზურპირებული აქვს ეს ადგილი. ის აწარმოებს კოლონიალურ ომს. მისი ლიდერი – სამხედრო დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია ბავშვების მოტაციებისთვის. მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო, როდესაც რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერში“.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას რუსეთი როტაციის პრინციპით პირველი აპრილიდან გადაიბარებს.