უკრინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ ქალაქ ბახმუტის ოკუპაციის მცდელობას, უკრაინელი სამხედროების ამოცანა კი მტრის არმიის გამოფიტვა და მათთვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენებაა.
„რუსები ბახმუტის მიმართულებაზე ძირითადი ძალების კონცენტრაციას ცდილობენ. არ წყვეტენ ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობებს.
ახლა მოწინააღმდეგემ მთელი თავისი საუკეთესო ქვედანაყოფები გადაისროლა, რათა მიზანს მიაღწიოს. ჩვენი ამოცანაა - გავანადგუროთ რაც შეიძლება მეტი ოკუპანტი და გადავიდეთ შეტევით მოქმედებებზე. ბოლო უნდა მოუღოთ იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც თქვენს პირისპირ დგანან {უკრაინის შეიარაღებული ძალების პირისპირ ბახმუტში}, - განაცხადა სირსკიმ.
მისი თქმით, მეთაურებთან შეათანხმა გეგმა, რომელსაც შედეგი ბრძოლის ველზე ექნება და არა რუკაზე.
სირსკიმ ხაზგასმით აღნიშნა,რომ უკრაინელი სამხედროების სიმამაცისა და პროფესიონალიზმის წყალობით ბახმუტის ციხესიმაგრე დგას, მიუხედავად სხვადსახვა პროგნოზისა.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები გულდასმით სწავლობენ ოკუპანტების სუსტ წერტილს, რათა ძალა მათ წინააღმდეგ. ეფექტურად გამოიყენონ.