რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ საქმე აღძრა.
კომიტეტის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 4 პირის წინააღმდეგ აღიძრა.
„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ხანის, მოსამართლეების ტომოკო აკანეს, როზარიო სალვატორე აიტალის და სერხიო ხერარდო უგალდე გოდინესის წინააღდეგ“, - ნათქვამია განცახდებაში.
რუსეთის საგამოძიებიო კომიტეტი ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა გამოსცეს უკანონო გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და რუსეთის ფედერაციის უფლებათა კომისრის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებათა კომისრის დაპატიმრების შესახებ.
„სისხლისსამართლებრივი დევნა აშკარად უკანონოა, ვინაიდან არ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი", - წერია განცხადებაში.
17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის პრეზიდენტი, „სავარაუდოდ, არის პასუხისმგებელი ომის დანაშაულზე, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“.
სასამართლომ, ასევე ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერიც გასცა.