რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში ყველა ძალა აამოქმედეს და ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
ამის შესახებ სახმელეთო ჯარების მეთაურმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ ფრონტის მთელ ხაზზე მტერი ახორციელებს შეტევით მოქმედებებს, ცდილობს ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევას და საბრძოლო მოქმედებების სიღმეში შეღწევას. ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს კრემინას, ტორსკოის, ბელოგოროვკისა და სპორნოეს რიონებში
საომარი მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტი რჩება, ბრძოლა ქალაქისთვის გრძელდება. მტერმა მთელი თავისი ძალები აამოქმედა და ცდილობს თავდაცვის გარღვევას რამდენიმე მიმართულებით და ქალაქის მთლიანად ალყაში მოქცევას“, - განაცხადა სირსკიმ.
სირსკის ინფორმაციით, ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით, მტერი დიდ დანაკარგებს განიცდის, ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინულ ქვედანაყოფებს გარკვეული წარმატებები აქვთ.