დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობისთვის იბრძოლებს.
„ნატო-ს ხელმძღვანელობა? შესანიშნავი აზრია. ამასთან, ძალიან წარმატებული. მინდა აღვნიშნო, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავინ დაივიწყოს, რომ ასეთი კანდიდატი {ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე} არსებობს. ამ ჯერზე ვფიქრობ, რომ მე გამიმართლებს“, - განაცხადა ჯონსონმა.
მაინ გაიხსენა, რომ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ამბობდა, რომ ნატო-ს მომდევნო გენერალური მდივანი ევროკავშირის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.
„მე მას არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ არსებობენ სხვა კანდიდატები ევროკავშირის მიღმა. არ არის აუცილებელი ის ევროკავშირიდან იყოს. მე ჩემს თავს განვიხილავ კანდიდატად. ეს კარგი და მნიშვნელოვანი თანამდებობაა“, - აღნიშნა ჯონსონმა.
ამასთან, ჯონსონმა განაცხადა, რომ ნატო დღეს ძლიერია, როგორც არასდროს და მას მალე შეუერთდებიან ახალი წევრები - შვედეთი და ფინეთი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სრულიად ნათელია უკრაინის წევრობა - ეს პერსპექტივაა. ეს მოხდება, ცხადია. პუტინს არგუმენტები აღარ აქვს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ“, - თქვა ჯონსონმა.