ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზტი მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის უსაფრთხოება ვაშინგტონის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ლიდერი არ არის დაინტერესებული მშვიდობით, პირიქით, ამწვავებს სიტუაციას, ამიტომ დასალეთმა უკრაინის დახმარება უნდა გაზარდოს.
„ჩვენ არ ვიცით, როდის დამთავრდება ეს ომი, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, აუცილებელად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ისტორია არ განმეორდეს, ჩვენ რუსული აგრესიის მოდელი მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ. 2008 წელს საქართველოში, 2014-ში ყირიმსა და დონბასში, შარშან კი სრულმასშტაბიანი შეჭრა ვიხილეთ უკრაინაში. არ დავუშვებთ, რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოებას. ნატო ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.