გლობალურ ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა აქ შექმნის მეორე ფრონტს, რაც ძალიან შეეშველება უკრაინას და დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის ამაზე არავინ ფიქრობს, - ამის შესახებ შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ასე არ უნდა მოეპყროს არავინ.
„თანამედროვე სამყაროში არსებობს რაღაც გარკვეული ძალები, რასაც ჩვენ პირობითად, გლობალური ომის პარტიას ვეძახით. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ომში ჩართვა აქ შექმნის მეორე ფრონტს, რაც რუსეთს მინიმუმ, 50 000 ჯარისკაცს მაინც დაუკავებს, ეს ძალიან შეეშველება უკრაინას და ძალიან დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის და ამ ქვეყანას საერთოდ მოკლავს, ამაზე არავინ ფიქრობს. ის ადამიანები, ვინც უფრო დეტალურად ფლობს ინფორმაციას, ვიდრე ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქე, ტკივილნარევი იუმორით იტყვიან ხოლმე, რომ ხან დახმარებას გვაყვედრიან, ხან რაღაცას, ხან რაღაცას და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით არ უნდა გაგასუქოს არავინ, ქვეყანას ასე არ უნდა მოეპყროს არავინ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.