მედიის ცნობით, თურქეთის ჰათაის პროვინციაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაუღპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. მანამდე ტელეარხი TRT 4 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 300-მდე დაშავებულის ადამიანი.
ასევე BBC ჰათაის პროვინციის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერდა, რომ 20 თებერვლის საღამოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ხალხი მოჰყვა.
6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.
ჰათაი 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პროვინციაა. სტიქიას თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სირიაში დაიღუპა 4 500-ზე მეტი ადამიანი.