თურქეთში, სირიის საზღვართან ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა
თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა.
სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჰათაი ერთ-ერთი პროვინციაა, რომელიც სტიქიამ ძლიერ დააზარალა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.